კაქტუსისგან შექმნილი “ტყავი” მილიარდობით ცხოველს სიკვდილისგან იხსნის

ადრიან ლოპეს ველარდემ და მარტე კაზარესმა ცოტა ხნის წინ წარადგინე “Desserto”. ბუნებრივი, კაქტუსისგან შექმნილი “ტყავი”, რომელიც მილიარდობით ცხოველს სიკვდილისგან იხსნის.

VegNews.DessertoLeather

შექმნილი მასალა ნაწილობრივ ბიოდეგრადირებადია და აქვს ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც საჭიროა მოდის, ტყავის ნაწარმის, ავეჯის და საავტომობილო ინდუსტრიებისთვის.

VegNews.Desserto3

“ორი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შემდეგ, ჩვენ შევძელით შეგვექმნა შესაბამისი მასალა, რომელიც შეესაბამება იმ ინდუსტრიების მოთხოვნებს და ტექნიკურ / მექანიკურ სპეციფიკაციებს, რომლებიც იყენებენ ცხოველთა ან სინთეზურ ტყავებს” – ამბობენ ენტერპრენერები.