„50 ისტორია ყანჩელის შესახებ“ – სულ მალე გია ყანჩელის მოგონებების კრებული გამოიცემა

საავტორო უფლებათა ასოციაციის თაოსნობით სულ მალე გია ყანჩელის შესახებ მოგონებების კრებული გამოიცემა, სათაურით „50 ისტორია ყანჩელის შესახებ“. წიგნს ექნება ინტერვიუს ფორმატი, მასში გაერთიანდება ხელოვნების სხვადასხვა სფეროს და ასაკის 50 წარმომამდგენლის ინტერვიუ ყანჩელის შესახებ. ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ ყანჩელს, გაიხსენებენ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ისტორიებს ყანელის ცხოვრებიდან. 

წიგნის მიზანია საზოგადოებას გააცნობოს ყანჩელი ყოფითი კუთხით, ისეთი როგორიც ის იყო ახლობელ ადამიანებთან (ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან კოლეგებთან და ა.შ) ურთიერთობაში.

წიგნში გამოყენებული იქნება იშვიათი ფოტოები საოჯახო ალბომიდან.

წიგნში შესული იქნება ისეთი ადამიანების მოგონებები, როგორიცაა: აჩიკო გულედანი, გიორგი კეკელიძე, გიორგი ცაგარელი, გოგი ალექსი-მესხიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, დათო ტურაშვილი, ელდარ შენგელაია, ენრი ლოლაშვილი, თემურ ჩხეიძე, ლიზა ბაგრატიონი, კოტე ყუბანეიშვილი, მარინა ბერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნატო მეტონიძე, ნიკა მაჩაიძე, ნიკა რაჭველი, რატი ამაღლობელი, სვიმონ ჯანგულაშვილი და სხვ.