კორონავირუსის გამო ლუვრის მუზეუმი დაიხურა

კორონავირუსის საფრთხის გამო საფრნგეთში ლუვრის მუზეუმი დაიხურა. 

“რისკი ძალიან, ძალიან, ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ, ლუვრი დროებით დაიხურება”, – ამბობს ლუვრის თანამშრომელი. 

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის 2 ათასზე მეტი თანამშრომლიდან კორონავრუსი ჯერ-ჯერობით არავის არ ჰქონია. 

მუზეუმმა დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც უნდა გაუქმდეს ყველა კრება, რომელსაც 5 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.