კორტნი კოქსი ეკრანს ახალი სერიალით უბრუნდება

მართალია, უკვე ვიცით, რომ სერიალი Friends ეკრანს ახალი სპეციალური ეპიზოდით უბრუნდება, თუმცა მაინც გვიხარია და ვაანონსებთ, რომ საკულტო შოუს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი კორტნი კოქსი ეკრანს კიდევ ერთი სერიალით დაუბრუნდება. 

კოქსი ახალ კომედიურ ჰორორ სერიალში Shining Vale მთავარ როლს შეასრულებს. 

სიუჟეტის მიხედვით კოქსის პერსონაჟი მწერალია, რომელიც არ უყვარს ქმარს და მოზარდ შვილებთან პრობლემები აქვს. მოსაწყენი ცხოვრებისგან თავის დასაღწევად ის ქალაქგარეთ გადავა საცხოვრებლად, თუმცა ცოტა ხანში აღმოაჩენს, რომ მის ახალ სახლში დემონები ცხოვრობენ.