ნახეთ: R.O x Konoba-ს ახა­ლი კლი­პი გამოვიდა

ბრი­უ­სელ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ჟღე­რა­დო­ბის დუო R.O x Konoba-ს ახა­ლი კლი­პი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

სიმ­ღე­რა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა “Till We Get There” 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შეიქმნა და 2019 წელს გა­მო­სუ­ლი ალ­ბო­მის – “Album 10” ერთ–ერთი ჩა­ნა­წე­რია.

ვი­დე­ოკ­ლი­პი გა­და­ღე­ბუ­ლია ისეთ ად­გი­ლებ­ში რო­გო­რი­ცაა: ძვე­ლი თბი­ლი­სი, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი და დიდ­გო­რი. Konoba–მ თა­ვად­ვე გა­უ­წია კლიპს რე­ჟი­სუ­რა და გა­და­წყვი­ტა ემუ­შა­ვა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის­გან შემ­დგარ კი­ნო­რე­ჟი­სორ­თა და მსა­ხი­ობ­თა გუნდთან, რათა მი­ე­ღო სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი.

R.O x Konoba რამ­დენ­ჯერ­მე ეს­ტუმ­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­სუ­ლი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ­ზე საკ­მა­ოდ დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა რო­გორც ქვე­ყა­ნამ, ისე გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რამ და ენ­თუ­ზი­აზმმა. სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს მათ კი­დევ ერთი შოუს გა­მარ­თვა, რო­მე­ლიც 27 მარტს MonoHall-ში გა­ი­მარ­თე­ბა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ 27 მარ­ტის შოუ დუ­ოს­თვის სა­ბო­ლოო იქ­ნე­ბა, რად­გან ზა­ფხუ­ლი­დან მათი გზე­ბი იყო­ფა და არ­ტის­ტე­ბი სოლო კა­რი­ე­რას გა­აგ­რძე­ლე­ბენ.