“პიონერი და პროვოკატორი”: ხელოვანი უვე ლაისიპენი (ულაი) 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

უვე ლაისიპენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხელოვანი, რომელიც ცნობილია თავისი პიონერული და ხშირად სახიფათო მოღვაწეობით მარინა აბრამოვიჩთან ერთად, სიმსივნით გარდაიცვალა. მას ლიმფური კიბო ჰქონდა.

© 2010 Scott Rudd

ულაი მარინა აბრამოვიჩის პარტნიორი იყო. აბრამოვიჩისა და ულაის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 22 წლიანი განშორების შემდეგ შეხვედრა იყო.  2010 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) მარინამ მოაწყო პერფორმანსი “ხელოვანი აწმყოა”, რომლის იდეაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხელოვანი მუზეუმში შესულ ყველა დამთვალიერებელს რამდენიმე წამს უთმობდა და ყველა მათგანს თვალებში უყურებდა. პერფორმანსი 716 საათს გაგრძელდა, მარინამ თვალებში 1500-ზე მეტ დამთვალიერებელს ჩახედა.