კორონავირუსის გავრცელების ფონზე Twitter თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს.
“ჩვენ ვურჩევთ ყველა ჩვენს თანამშრომელს მსოფლიოს მასშტაბით სახლიდან იმუშაონ, თუ ეს შესაძლებელია. ჩვენი მიზანია კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირება”, – წერია განცხადებაში.
კომპანიაში ამავდროულად აღნიშნეს, რომ ოფისში მუშაობა ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვისაც ამის აუცილებლობა ან სურვილი აქვს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა.