ჯენიფერ ლოპესის პირველი კომენტარი ოსკარის ნომინაციაზე ვერ მოხვედრის გამო

ჯენიფერ ლოპესმა პირველი კომენტარი გააკეთა ოსკარის ნომინაციის ვერ მიღების გამო ფილმში Hustlers შესრულებული როლისთვის.

ოპრა უინფრისთან საუბრისას ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ დაასევდიანა ამ ამბავმა, თუმცა დადებითი გამოხმაურებები მისთვის მაინც მთავარი იყო.

“ცოტა დავსევდიანდი, რადგან ძალიან დიდი მოლოდინი იყო, იმდენი სტატია დაიწერა, იმდენი კარგი გამოხმაურება მივიღე – იმაზე კარგი, ვიდრე ოდესმე ჩემს კარიერაში. მე ვკითხულობ ყველა სტატიას, რაც იბეჭდება და მეგონა, რომ ოსკარის ნომინაციას მივიღებდი, თუმცა ასე არ მოხდა. მალევე მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ერთი რამის გამო ველოდი – მჭირდებოდა დასტური ადამიანებისგან, რომ კარგი საქმე გააკეთე და მე გავაცნობიერე, არა, არ გჭირდება ეს. შენ აკეთებ ამას, რადგან გიყვარს ეს. მე არ მჭირდება ეს ჯილდო იმისათვის, რათა მითხრას, რომ მე საკმაოდ კარგი ვარ”, – ამბობს ლოპესი.