5 ფილმი დედებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

დღეს 3 მარტია, დედის დღე და ჩვენც გთავაზობთ 5 ფილმს დედებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ:

 1.

Todo sobre mi madre

Todo sobre mi madre-ის სურათის შედეგი

პედრო ალმადოვარის ფილმი “ყველაფერი დედაჩემის შესახებ” მაყურებელმა 1999 წელს იხილა. ფილმი გვიამბობს ქალის შესახებ, რომელიც ერთადერთი შვილის დაღუპვის შემდეგ ბარსელონაში მიემგზავრება, რათა მოძებნოს ბავშვის მამა, რომელმაც მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

 2.

THREE BILLBOARDS OUTSIDE EBBING, MISSOURI

THREE BILLBOARDS OUTSIDE EBBING, MISSOURI-ის სურათის შედეგი

მილდრედ ჰეისის შვილზე ჯერ სექსუალურად იძალადებენ, შემდეგ კი სასტიკად მოკლავენ. მკვლელობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი მოძალადე კვლავ არ არის ნაპოვნი. გაბრაზებული დედა სამ სარეკლამო დაფას დაიქირავებს და მათზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისთვის. 

 3.

Mother

mother ju ho bon-ის სურათის შედეგი

2009 წელს ჯუნ ჰო-ბონგის მიერ გადაღებული ფილმი “დედა” საუკეთესოდ ასახავს იმ ქალის სახეს, რომელსაც შეუძლია ყველაფერზე წავიდეს, ყველაფერი აიტანოს და ეს ყველაფერი სიყვარულის ძალით გააკეთოს.

დედა მშვიდად ცხოვრობს თავის 28 წლის ვაჟთან ერთად. ახალგაზრდა გოგოს სასტიკად კლავენ და მკვლელობაში დო-იუნს ადანაშაულებენ, დედა ყველაფერზე მიდის რათა თავისი შვილი დაიცვას.

 4.

We Need to Talk About Kevin

We Need to Talk About Kevin-ის სურათის შედეგი

ლინ რემსის ფილმი “უნდა ველაპარაკოთ კევინზე” 2011 წელს იხილა მაყურებელმა. ფილმი ასახავს დედა-შვილურ, ძალიან რთულ და კომპლექსურ ურთიერთობას. ფილმის დასაწყისიდან მაყურებელმა უკვე იცის – კევინზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, თან ბევრი. 

 5.

Mommy

mommy dolan-ის სურათის შედეგი

და ისევ დოლანი და მისი ერთ-ერთი შედევრი “დედიკო”. ფილმი გვიამბობს მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც შვილს მარტო ზრდის. შვილი მოძალადეობრივ ქცევას ამჟღავნებს, დედა კი ყველაფერს შვება, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს.