ვუდი ალენი მემუარების გამოქვეყნებას გეგმავს

ამერიკელი რეჟისორი, ვუდი ალენი გეგმავს საკუთარი მემუარები 2020 წლის ბოლომდე გამოაქვეყნოს. 

 Apropos of Nothing – ასე ერქმევა საკულტო რეჟისორის წიგნს, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, ალენი ყველა კითხვას, მათ შორის მის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხებს. 

საგამომცემლო კომპანიაში Grand Central Publishing-ში ამბობენ, რომ მემუარები ვუდი ალენის ცხოვრების მიმოხილვა იქნება, სადაც აღწერილია მისი გამოცდილება როგორც კინოინდუსტრიაში, ასევე განხილულია მისი ურთიერთობა ოჯახთან და მეგობრებთან. 

ალენის მემუარების გამოქვეყნებას უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებები, მათ შორის რონან ფაროუსგან, რომელმაც გამომცემლებს ურჩია, ის რაც ვუდუ ალენმა მის დას გაუკეთა, მათ ნათესავებზე წარმოიდგინონ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ.