წარმოიდგინეთ დღეები, რომლებსაც ვერასდროს დაივიწყებთ – ბათუმში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

წარმოიდგინეთ ბათუმი, ზღვის ლურჯი სანაპირო, სიმშვიდე და მზის ნაზი სხივები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საყვარელი ქალაქის ცენტრალურ და ერთ-ერთ უმაღლეს წერტილში იმყოფებით, ულამაზეს ხედს კი ყველაზე მაღალი წერტილიდან, ღვინით ხელში გადაჰყურებთ. წარმოიდგინეთ დღეები და კომფორტი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ…

ამ ყველაფრის რეალობად ქცევა უკვე შესაძლებელია –  შავი ზღვის სანაპიროზე Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო გაიხსნა.

ორი ნაწილისგან შემდგარი “ბათუმი თაუერსის“ გახსნის ცერემონია ოფიციალურად 3 მარტს გაიმართა. პროექტის ერთი ნაწილი აპარტამენტებისგან შედგება, მეორე ნაწილი კი Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმროა.

” ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ვფიქრობ, ეს იყო დღე, რომელიც ყველას დიდხანს გვემახსოვრება. მიხარია, ამდენი აღფრთოვანებული სახე რომ დავინახე. ძალიან გვეამაყება, რომ ერთ-ერთი ჩვენი პირველი სტუმარი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი იყო” – ამბობს კატია აბსანძე, ლე მერიდიენ ბათუმის მარკეტინგის განყოფილების უფროსი.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დიზაინზე იზრუნა Rooms-მა. როგორც კატია ამბობს, კომპლექსში შესვლისთანავე იგრძნობა, თუ როგორი მზრუნველობით, ყურადღებითა და თითოეული დეტალის გათვალისწინებით არის შექმნილი ინტერიერის დიზაინი.

“ყოველი ფაქტურა, ფერი, ფორმა და დეტალი შექმნილია ბრენდის ისტორიისა და დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით. Rooms-თან ერთად პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული მირიან ქათამაძე. გვიხარია, რომ ჩვენი და Rooms-ის თანამშრომლობა შედგა და საბოლოოდ ერთობლივად მივიღეთ ასეთი წარმატებული და განსხვავებული შედეგი”.

ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი. ის ჩვეულებრივად იფუნქციონირებს და მისით სარგებლობა შეეძლებათ, როგორც სასტუმროს დამსხვენებლებს, ასევე ჩვეულებრივ ტურისტებს. ამავე სართულზე განთავსდება ლაუნჯ კაფეც.

უმაღლესი პანორამული ბორბალი იქნება ის ადგილი, სადაც დამსვენებელი შეძლებს კომფორტულ დასვენებასა და ბათუმის საოცარი, ულამაზესი ხედებით დატკბობას.

Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო, 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და ღია ტერასით, საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზებითა და სამორინეთი უკვე მასპინძლობს სტუმრებს.