ენრიკე იგლესიასი და რიკი მარტინი ერთობლივ ტურნეს აანონსებენ

ენრიკე იგლესიასმა და რიკი მარტინმა პირველი ერთობლივი ტურნე დააანონსეს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერიდან 30 ოქტომბრამდე აშშ-სა და კანადაში 21 კონცერტი გაიმართება.

ტური შედგება აშშ-სა და კანადის ქალაქებში შემდეგი თანმიმდევრობით: ფენიქსი, შემდეგ ჰიუსტონი, ნიუ იორკი, მაიამი, ლოს ანჯელესი, ტორონტო, არიზონა, ლას ვეგასი, ბოსტონი და ვაშინგტონი. ისინი ტურს დაასრულებენ ატლანტაში 30 ოქტომბერს.

 ბილეთების გაყიდვა დაიწყება 12 მარტს.