კორონავირუსის გამო მექაში დიდი მეჩეთი დაიხურა

მექაში მდებარე მსოფლიოს ყველაზე დიდი მეჩეთი, მასჯიდ ალ-ჰარამი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთი დღით დაიხურა.

ასეთი რამ ბოლოს 1979 წლის ტერაქტის დროს მოხდა, როდესაც ის ხელში რადიკალი ისლამისტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჩაიგდო.

ტერიტორიის სანიტარული დამუშავების შემდეგ, საკულტო ნაგებობა მომლოცველებისთვის ისევ გაიხსნება.