კრიტიკის გამო ვუდი ალენის მემუარები აღარ გამოიცემა

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი ვუდი ალენი აპირებდა თავისი ახალი მემუარები გამოექვეყნებინა, სადაც ის საკუთარი ცხოვრების არაერთ დეტალს მოყვებოდა, მათ შორის გახმურებულ სკანდალს დილან ფეროუსთან დაკავშირებით. 

ამ ამბის გახმაურების შემდეგ, გამომცემლობა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა და ვუდი ალენის შვილმა, რონან ფეროუმ გამომცემლობა არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სწორედ იმავე გამომცემლობამ გამოსცა რონან ფეროუს წიგნი სექსუალური შევიწროების გამოძიების შესახებ.

“წარმოიდგინე, რომ ეს შენს დას შეემთხვა”, – მისწერა რონან ფეროუმ გამომცემლობის დირექტორს და მასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

სულ ცოტა ხნის წინ კი გამომცემლობამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომ წიგნს აღარ გამოსცემენ.