ცნობილმა ამერიკულ-კანადურმა გამოცემა Vice-მა ინტერვიუ ჩაწერა ქართველ მსახიობთან, ლევან გელბახიანთან. ინტერვიუში გელბახიანი ფილმის გადაღებებს იხსენებს და ამბობს, რომ ხშირად უწევდათ შეურაცხყოფისა და მუქარის მოსმენა.
ქართველი მსახიობი ინტერვიუში ამბობს, რომ გადაღებებზე მათ დაცვა დაყვებოდათ, რადგან ფილმის კასტინგის მენეჯერმა მკვლელობის მუქარა მიიღო. პარალელურად კი ხშირი იყო შეურაცხმყოფელი კომენტარები და შემთხვევები. მისი თქმით, ფილმის გადაღების დროს ყოველდღიურად სხვადასხვა გადასაღებ სივრცესაც კარგავდნენ.
გელბახიანი ისტერვიუში ამბობს, რომ მის ოჯახს თავიდან ეშინოდა მისი ამ ფილმში მონაწილეობის, თუმცა ისინი მას ამ პროცესში მხარს უჭერდნენ და ამხსევებდნენ.