აშშ-ში, ერთ-ერთ მაღაზიაში სალვადორ დალის აქამდე უცნობი ნამუშევარი აღმოაჩინეს

აშშ-ში, ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში სალვადორ დალის აქამდე უცნობი ნამუშევარი აღმოაჩინეს. 

ხეზე შესრულებული გრავიურა მაღაზიაში მომუშავე ერთ-ერთმა კონსულტანტმა შეამჩნია და მიხვდა, რომ საქმე განსაკუთრებულ ნამუშევართან ჰქონდა. 

დაკვირვების შემდეგ, სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ გრავიურა დალის სერიის “ღვთაებრივი კომედია” ნაწილია. აღმოჩნდა, რომ ნახატს მხატვრის ხელმოწერაც აქვს.