მედიას ხელში ჩაუვარდა ჰარვი ვაინშტაინისა და მისი ადვოკატების მიმოწერა.
როგორც ირკვევა, როდესაც პროდიუსერმა გაიგო, რომ National Enquirer აპირებს გამოაქვეყნოს სტატია, სადაც მას ბრალს დებენ ჯენიფერ ენისტონის შევიწროებაში, “ჯენ ენისტონი მოსაკლავია” – მიწერა წარმომადგენელს ვაინშტაინმა.
ჯენიფერ ენისტონის წარმომადგენლები უარყოფენ ჰარვი ვაინშტაინის მიერ ენისტონზე ძალადობას / შევიწროებას.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საქმეებზე დამნაშავედ ცნეს.