ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის სამკურნალოდ გამოდგეს

რემდესივირი, შესაძლოა, კორონავირუსის სამკურნალოდ გამოდგეს – Gilead Sciences-ს მიხედვით, ანტივირუსული პრეპარატის რემდესივირის Covid-19-ის წინააღმდეგ ტესტირების პირველი შედეგები ხელმისაწვდომი აპრილში გახდება.

რემდისივირი  ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა და ამ დროისთვის ყველაზე დამაიმედებელ შედეგებს იძლევა.

აშშ-ის პირველი პაციენტი, 35 წლის მამაკაცი ვაშინგტონიდან, პრეპარატის წყალობით გამოჯანმრთელდა.