კორონავირუსის გამო ერმალო მაღრაძის ფილმის პრემიერა გადაიდო

 რეჟისორ ერმალო მაღრაძის ფილმის ეს დაიწყება საქართველოდან პრემიერა გადაიდო.

რეჟისორი ბოდიშს უხდის მაყურებელს და აცხადებს, რომ პრემიერა მაშინ გაიმართება, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება. 

მეგობრებო,21 მარტს დაანონსებული ჩემი ფილმის ,,ეს დაიწყება საქართველოდან'', პრემიერა გადაიდო, სანამ ვითარება ქვეყანაში სტაბილური არ გახდება.კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს!პატივისცემით-ერმალო მაღრაძე.

Posted by Ermalo Magradze on Wednesday, March 11, 2020

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.