Google-ის, Microsoft-ისა და სხვა კომპანიების დისტანციური მუშაობის აპლიკაციები უფასო ხდება

Google-ის, Microsoft-ისა და სხვა კომპანიების დისტანციური მუშაობის აპლიკაციები უფასო ხდება.

Mircorosft-მა კორონავირუსის გამო თავისი აპლიკაციის, Teams-ის პრემიუმ ვერსიის უფასო ვარიანტის გაზიარება დაიწყო. მაიკროსოფტის თქმით, პროგრამის პრემიუმ ვერსია უფასოდ 6 თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
გუგლი G Suite-სა და G Suite for Education-ის ყველა მომხმარებელს Hangouts Meet-ის სრულ ვერსიას უფასოდ აწვდის. სრული ვერსია 1 ივლისამდე იქნება ხელმისაწვდომი. ცისკო Webex-ის უფასო ვერსიას გვთავაზობს. ეს არის აპლიკაცია, რომელიც ვიდეო კონფერენციებისა თუ სხვა ჯგუფური სამუშაოების შესრულებას გაგიადვილებთ.
აღნიშნული აპლიკაცია უფასოდ ხელმისაწვდომი 90 დღის განმავლობაში იქნება.