იტალიელი მღვდელი ღვთისმსახურებას მრევლის ფოტოების წინაშე ატარებს

ლომბარდიელმა სასულიერო პირმა, ჯუზეპე კორბარიმ მრევლს მოუწოდა, რომ საკუთარი და ახლობლების ფოტოები გაეგზავნათ, რათა ღვთისმსახურების დროს ტაძარი ცარიელი არ ყოფილიყო. ამის შემდეგ ის ღვთისმსახურებას მრევლის ფოტოების წინაშე, მრევლისგან თავისუფალ ტაძარში ატარებს.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვატიკანმა განაცხადა, რომ აღდგომის წინ ღვთისმსახურება ტაძრებში მრევლის გარეშე უნდა ჩატარებულიყო. ზოგადად კი, იტალიაში მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს.

16 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 160 ათასზე მეტი შემთხვევაა. იტალია ერთ-ერთი მაღალი რისკის ქვეყანაა, სადაც ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა ოდენობა.