კორონავირუსის გამო Netflix-მა ყველა ფილმზე და სერიალზე მუშაობა შეაჩერა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ცნობილმა სტრიმინგ სერვისმა, ნეტფლიქსმა ყველა ამჟამინდელი პროექტის წარმოება შეაჩერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

Netflix-ის გარდა სხვა კომპანიებმაც შეაჩერეს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, მაგალითად: Disney, ABC და NBC.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.