როგორი იქნებოდა სამყარო ადამიანების გარეშე? – ფოტოამბავი კლასიკური ნამუშევრებით

ესპანელი არტისტი ხოსე მანუელ ბალესტერმა კლასიკური ნახატებიდან ადამიანები ამოიღო და დაგვანახა, თუ როგორი იქნებოდა სამყარო ადამიანების გარეშე.

გრაფიკული სერია სახელწოდებით Hidden Spaces რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, თუმცა დღევანდელ დღეს კვლავ აქტუალური გახდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაცარიელებული ადგილების გამო.