Game Of Thrones-ის მსახიობს, კრისტოფერ ჰივიუს, რომელიც სერიალში ტორმუნდის როლს ასრულებდა კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მსახიობმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა.
ის ნორვეგიაში ოჯახთან ერთად თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფება.
ის ინსტაგრამით მოუწოდებს ადამიანებს, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა შეჩერდეს ვირუსის გავრცელება: “გაუფრთხილდით თავს, დაიბანეთ ხელები, დაიცავით დისტანცია ადამიანებთან”