გარდაიცვალა Apollo 15-ის ეკიპაჟის წევრი ალფრედ ვორდენი

Photo Credits to NASA

ალფრედ ვორდენი – NASA-ს ასტრონავტი, რომელიც მთვარეზე Apollo 15-ით გაფრინდა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთვარეზე 1971 წელს გაფრინდა. ყოფილი ასტრონავტი ოთხშაბათს, 18 მარტს გარდაიცვა, აშშ-ს შტატ ტეხასში.

„ძლიერ დამამწუხრა იმის გაგებამ, რომ Apollo-ს ასტრონავტთაგან ერთ-ერთმა – ალფრედ ვორდენმა დაგვტოვა. იგი იყო ამერიკელი გმირი, რომლის მიღწევებიც არასდროს მიეცემა დავიწყებას.“ – ასე გამოეხმაურა ტვიტერზე ასტრონავტის გარდაცვალებას NASA-ს დირექტორი, ჯიმ ბრაიდენშტაინი.

უშუალოდ უორდენს არასდროს დაუდგამს მთვარეზე ფეხი, ის იმ ხომალდის პილოტი იყო, რომლითაც ეკიპაჟი მთვარეზე გაფრინდა. მან კოსმოსში ჯამურად 295 საათზე მეტი გაატარა.