ევროვიზია 2020 წელს აღარ ჩატარდება

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წლევანდელი შოუს გაუქმება ამცნო.

კონკურსი 12-16 მაისს ნიდერლანდებში, როტერდამში უნდა ჩატარებულიყო და მასში 41 ქვეყნის დელეგაციას უნდა მიეღო მონაწილეობა. EBU-ს განცხადების თანახმად, კონკურსი მომავალ წელს, კვლავ როტერდამში გაიმართება.

წელს საქართველოს კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარადგენდა, რომელმაც მანამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ შიდა-შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა.