კორონავირუსი: დაცარიელებული საჯარო სივრცეები

კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის უეცარმა ზრდამ მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სივრცეები დააცარიელა – მიზეზი ზოგიერთ ადგილას მთავრობის განკარგულებაა, ზოგან სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

ლონდონი. ქალი კვეთს ცარიელ ხიდს პიკის საათში. პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდ-ბრიტანეთში ყველა უნდა მოერიდოს გარეთ გასვლას და სხვასთან კონტაქტს აუცილებლობის გარეშე, კორონავირუსით დაავადებისგან თავის ასარიდებლად. (HANNAH MCKAY / REUTERS)
კაცი უყურებს ხმელთაშუა ზღვას ნიცაში. სამშაბათიდან ფრანგ ხალხს მოეთხოვება სახლში დარჩნენ. (VALERY HACHE / GETTY)
სურათი გადაღებულია დრონით. მასზე ჩანს ვიზიტორებისთვის დახურული ცარიელი პლაჟი დუბაიში. არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა დახურა კულტურული ცენტრები, პარკები და სანაპიროები 30 მარტამდე. დამატებით შეაჩერა ვიზების მოქმედება უცხოელებისთვის. (MAHMOUD KHALED / EPA)
ცარიელი პიაცა დუომო, მილანი. იტალიის მთავრობის მიერ აიკრძალა ხალხის მოძრაობა, დაიხურა მაღაზიები და აფთიაქები. (DANIEL DAL ZENNARO / EPA)
ცარიელი დელი, სადაც მთავრობამ აკრძალა ფართომასშტაბიანი შეკრებები. (ADNAN ABIDI / REUTERS)
პრაქტიკულად ცარიელი ფრანცისკო მირანდას გამზირი კარაკასში, ვენესუელა. ვენესუელაში დაიხურა ბიზნესები. ( MIGUEL GUTIERREZ / EPA)
ნიუ იორკში დაიხურა სკოლები, რესტორნები, ბარები და სხვა დაწესებულებები. (JEENAH MOON / REUTERS)
ვენა. წყვილი ცარიელ მოედანზე. ავსტრიის მთავრობამ აკრძალა ხუთ ადამიანზე მეტის თავშეყრა. (HELMUT FOHRINGER / AFP)

წყარო: BBC