საფრანგეთმა შესაძლოა ბრიტანელებს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდოს

საფრანგეთმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – ბორის ჯონსონი გააკრიტიკა კორონა ვირუსთან დაკავშირებით დაგვიანებული რეაგირების გამო. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა – ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა შესაძლოა აუკრძალოს ბრიტანელ მოქალაქეებს მიმოსვლა, იმ შემთხვევაში, თუკი გაერთიანებული სამეფო, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, არ განახორციელების დაავადების შეჩერებისთვის საჭირო ზომებს.

ევროპის ქვეყნებმა გასცეს ბრძანება, რომ თავიანთ სახელმწიფოებში დაიხუროს ბარები, რესტორნები, სკოლები და კულტურული ინსტიტუტები, როგორიცაა კინო. ასევე, მრავალმა ქვეყანამ დააწესა აკრძალვები საზღვარგარეთ მიმოსვლასთან დაკავშირებით.

თუმცაღა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას არ მიუღია მკაცრი ზომები და იგი მხოლოდ და მხოლოდ დაგვიანებული რეკომენდაციით შემოიფარგლა, რომლის თანახმადაც საზოგადოება უნდა მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და მგზავრობას, ეს უკანასკნელი კი ბრიტანეთის მოქალაქეთა უმეტესობას, როგორც ჩანს, არ გაუთვალისწინებია.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებული სამეფო კორონა ვირუსთან ბრძოლაში არშეტანილი წვლილის გამო დაადანაშაულა: „ევროკავშირის თითოეულმა წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საჭირო ზომები და შეიტანოს წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლაში, მსგავსად იტალიისა, საფრანგეთისა და ესპანეთისა. ცხადია, რომ თუკი მეზობელი სახელმწიფოები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი უფრო და უფრო მეტად გადადებს და თავს აარიდებს დაავადებასთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელებას, მაშინ ჩვენ გაგვიჭირდება იმ ბრიტანელი მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში მიღება, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან საკუთარ ქვეყანაში და შემდგომ, ჩვენს სახელმწიფოში ჩამოდიან.“

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა გუშინ გააფრთხილა საზოგადოება, რომ თავი შეიკავონ მგზავრობისაგან, თუკი იგი გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, თუმცაღა, მან თავი აარიდა უშუალო კონტროლის დაწესებას, როგორც ქვეყანაში შემოსულ, ისე ქვეყნიდან გამსვლელ მგზავრებზე.

ევროსაბჭოს ვიდეოკონფერენციაზე წევრი სახელმწიფოების მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის საზღვრები ჩაიკეტება არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის. ევროპული კომისიის პრეზიდენტ – ურსულა ფონ დერ ლიეიენის თქმით, გატარებული ზომების მიუხედავად, გამონაკლისი, ამ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი იქნება, თუმცაღა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება ცხადყოფს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. აღნიშნულის მიზეზი კი დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაგვიანებული რეაგირებაა ვირუსთან დაკავშირებით.