Amazon დროებით აჩერებს პროდუქტების საკუთარ ცენტრებში შემოტანას

ამაზონი თავის მომწოდებლებს სთხოვს, რომ დროებით შეაჩერონ მისი ცენტრების არასაჭირო ნივთებით მომარაგება, რათა ყურადღება გამახვილდეს საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე, ვინაიდან კორნავივირუსის გავრცელების ფონზე მათზე მოთხოვნა იზრდება.

კომპანიაში განაცხადეს, რომ 17 მარტიდან 5 აპრილამდე პრიორიტეტული იქნება ისეთი საქონელი, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნივთები და სამედიცინო მასალები, რომლებზეც დიდი მოთხოვნილებაა.

,,ჩვენ ვხედავთ,რომ ონლაინ ვაჭრობა გააქტიურდა, რის შედეგადაც ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნივთები და სამედიცინო რესურსები – დეფიციტშია, ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის დროებით პრიორიტეტულია საყოფაცხოვრებო ნივთების, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა მაღალი მოთხოვნილების პროდუქტების მომარაგება, რათა უფრო სწრაფად მივაწოდოთ ისინი მომხმარებლებს.“

ცვლილება ძირითადად გამყიდველებზე იმოქმედებს და არა მომხმარებლებზე, რომლებიც კვლავ შეძლებენ შეუკვეთონ ნივთები ინტერნეტით.

„ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ცვლილება ჩვენი პარტნიორებისთვის და ვაფასებთ მათ გამგებიანობას, რადგან ამ პროდუქტებს დროებით ვადგენთ პრიორიტეტად – ნათქვამია განცხადებაში.