ახალი ზელანდიის პარლამენტმა აბორტის დეკრიმინალიზებას მხარი დაუჭირა

ახალი ზელანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც აბორტი აღარ არის დასჯადი. სახელმწიფოში ნებაყოფლობითი აბორტი კრიმინალურ აქტად 1977 წელს მიღებული კანონით კვალიფიცირდებოდა.

აქამდე არსებული კანონით, ქალებს აბორტის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ, აღნიშნულის საჭიროება კი სულ მცირე ორ ექიმს უნდა დაედასტურებინა.

ახალ ზელანდიაში ახალი კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. 68 პარლამენტარიდან კანონის მიღებას მხარი 51-მა დაუჭირა.

„აქამდე არსებული კანონით, ქალებს აბორტის გასაკეთებლად მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევდათ, ცვლილებები კი, რომლებზეც პარლამენტი შეთანხმდა, უზრუნველყოფს, რომ ქალებმა დროულად შეძლონ კონსულტაციის გავლა და შესაბამისი სამედიცინო ჩარევის მიღება.“ – აცხადებს ახალი ზელანდიის იუსტიციის მინისტრი ენდრიუ ლითლი.