
კორონავირუსული კრიზისის გამო, 82 წლის მხატვარმა დევიდ ჰოკნიმ, რომელსაც ხშირად ბრიტანეთის ყველაზე დიად ცოცხალ არტისტსაც უწოდებენ, ახალი ნამუშევარი წარმოადგინა, სახელწოდებით – „გახსოვდეს, მათ არ შეუძლიათ გაზაფხულის გადადება.“
ნახატში, წინა პლანზე ყვითელი ნარგიზები იშლება, ხოლო მათ ფონზე პირქუში ნაცრისფერი მასაა ჩამოწოლილი.
ჰოკნი მისი ბოლო გამოფენის გახსნის შემდეგ, ნორმანდიაში, ჩრდილოეთ საფრანგეთში იმყოფება.