თვითიზოლაცია: დღე 7 – გიორგი გიგაშვილი

თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება

ესპანეთში მქონდა 5 ქალაქში კონცერტები დაგეგმილი 3-დან 15 მარტამდე, 10 მარტს, მესამე კონცერტის დღეს შემატყობინეს, რომ ყველა კონცერტი გაუქმდა.

იმ დღესვე წამოვედი ბარსელონადან და თბილისის აეროპორტში დამხვდა ისეთი სიტუაცია, როგორიც არსად სხვაგან. მთელ მედპერსონალი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში რეაგირება მოეხდინათ შესაბამისი: გაგვისინჯეს სიცხე, პასუხები შეიტანეს ოთახში, და რომ გამოვიდნენ, მე და დეიდაჩემს გვითხრეს, რომ თვითიზოლაციაში უნდა ვიყოთ.

რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდა რომ არანაირი სიმპტომი არ გვქოდა
და ახლა უკვე მეშვიდე დღეა თვითიზოლაციაში ვართ ორი ადამიანი.
 
მუსიკა
 
ჩემთვის, როგორც პიანისტისთვის, ადვილია შეგუება ამ ფაქტთან, იმიტომ რომ ოთახში მაქვს ფორტეპიანო და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, ადვილად ვეგუები.
ძალიან დამწყდა გული, რომ კონცერტები გაუქმდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომავლისთვის გადაიდება. ახლა მთავარი ჯანმრთელობაა.
 
განთავისუფლებული დრო
 
ჩემს უსაყვარლეს სერიალს, ,,ჰოუმლენდს” ვუყურებ და წიგნს ვკითხულობ, ჟოზე სარამაგუს ,,იესოს სახარებას”.
 
ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა სიმპტომები, სახლში უნდა დარჩეს, და შეასრულოს მოქალაქეობრივი ვალი.