მოსახლეობამ ქუჩის უფასო ბიბლიოთეკები უფასო საკუჭნაოებად გადააკეთა

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ამერიკაში ქუჩის უფასო ბიბლიოთეკებში წიგნები საჭმლით სავსე ქილებით ჩანაცვლდა. ქილებზე ვხვდებით წარწერებსაც, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებს, აიღონ მხოლოდ ის, რაც სჭირდებათ და შესაძლებლობის შემთხვევაში მათაც შესწირონ პროდუქტი საკუჭნაოებს.

ეს სიახლე მალე მოედო სოციალურ ქსელსაც და დიდი გამოხმაურება მოყვა Twitter-ის მომხმარებლებში, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ თავიანთ ინიციატივას და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ.

გარდა საკვებისა, უფასო საკუჭნაოებში ვხვდებით უფასო ქაღალდის ნაწარმსაც, მათ შორის ტუალეტის ქაღალდს, რომელიც ბოლო დროის ყველაზე გაყიდვად პროდუქტადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დახურულია თავშეყრილს ისეთი ადგილები, როგორიც არის სკოლა, კაფე-ბარები, რესტორნები და გასართობი სივრცეები.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, აშშ- ში დადასტურდა COVID 19 – ის 7300- ზე მეტი შემთხვევა, რომელთაგანაც დაღუპულთა რაოდენობა 100-ზე მეტია სამშაბათის მდგომარეობით.