რა უნდა იცოდეს ონკოლოგიურმა პაციენტმა კორონავირუსის შესახებ

ფლორიდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის განყოფილების უფროსი და ASCO-ს სიმსივნის საკომუნიკაციო კომიტეტის თავმჯდომარე მერი ჯენიფერ მარკამი საუბრობს იმ მნიშვნელოვან საკითხზე, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ონკოლოგიურმა პაციენტებმა კორონა ვირუსის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მკურნალობის პერიოდს გადიან.

ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის კომიტეტის თანახმად, ონკოლოგიური პაციენტები და ის ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამარცხეს სიმსივნე იმ რისკ-ჯგუფებში განიხილებიან, რომელთა იმუნური სისტემაც შესაძლოა გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ადვილად აღმოჩნდეს ინფიცირების წყარო. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად საჭიროა პაციენტს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს ონკოლოგთან და სხვა ჯანდაცვის ჯგუფებთან.

მოგეხსენებათ, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, განსაკუთრებით ადვილია ვირუსის გადაცემა ადამიანის ხველებისა და ცემინების დროს. ამასთანავე, ვირუსი გადადის იმ ნივთთან კონტაქტისას, რომელსაც ინფიცირებული შეეხო, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხელების თვალებთან, ცხვირთა და პირთან შეხებისას. რაც შეეხება სიმპტომატიკას, დაავადებას ახასიათებს ხველა, ტემპერატურა, სისუსტე, ანგინა, ცხვირის ნაზალური დაგუბება, დიარეა და კიდურების ტკივილი.

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად არ არსებობს ვაქცინა კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, პაციენტებმა უნდა იხელმღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეზღუდვებითა და რეკომენდაციებით.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების სისუფთავის შენარჩუნება და მისი დაბანა 20 წამის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ კი საპნით ვერ შეძლებთ ხელების დაბანას, გამოიყენეთ ხელის სანიტაიზერი, რომელიც მინიმუმ 60% ალკოჰოლის შემცველია, თუმცა საუკეთესო საშუალება საპნისა და წყლის ხშირი გამოყენებაა.

  • ხელების სისუფთავის დაცვასთან ერთად აუცილებელია, რომ მოერიდოთ მის შეხებას თვალებთან, ცხვირსა და პირთან.
  • ხველებისა და ცემინების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი ხელსახოცი, რომელსაც ერთჯერადად გამოიყენებთ და გადააგდებთ.
  • მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს ადამიანებთან.
  • საყოფაცხოვრებო საწმენდი სითხის მეშვეობით გაასუფთავეთ ყველა ის ნივთი და ზედაპირი, რომელსაც ეხებით, როგორებიც არის: ტელეფონები, გაჯეტები, კლავიშები, მრიცხველები და სხვ.

ჩამოთვლილთაგან თითოეული ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა დაიცვას, თუმცა ონკოლოგიური პაციენტები, ხანდაზმულები, ადამიანები ფილტვების დაავადებებით, დიაბეტითა და გულის დაავადებებით წარმოადგენენ რისკ-ჯგუფს და განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი მარაგი მედიკამენტებისა, საჭიროების შემთხვევაში, რომ გამოიყენოთ. შექმენით აუცილებელი კონტაქტების სია, რომლებშიც შედიან თქვენი ახლობლები, ოჯახი, მეგობრები, მეზობლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაგიწევენ და ინფორმაციას მოგაწვდიან. ამასთანავე, თუ დაგეგმილი გაქვთ ონკოლოგიური მკურნალობა პანდემიის პირობებში, აუცილებლად ესაუბრეთ ონკოლოგს მკურნალობის გაგრძელების ან შესაძლო შეფერხების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ COVID-19-ის რომელიმე სიმპოტომი შენიშნეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ონკოლოგს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წყარო: Cancer.net