როგორ დავაღწიოთ თავი მარტოსულობას

როგორ ფიქრობთ, რა მოხდებოდა თუ გვეტყოდნენ, რომ კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების საუკეთესო გზა დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევაა? რას გააკეთებდი შენ?

როგორც ცნობილია კვლევებიდან, მარტოობა შეიძლება იყოს ისეთივე საზიანო ჯანმრთელობისათვის, როგორც მოწევა. ის სიმსუქნეზე მეტად სიკვდილიანობას პროგნოზირებს. მარტოობა იყო პანდემია დიდიხნით ადრე, მანამ, სანამ covid-19 თავის დასახელებას მიიღებდა. (1990-2010 წლებში სამჯერ გაიზარდა იმ ამერიკელების რაოდენობა, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ მათ არავინ ჰყავთ, ვისაც შეიძლება ენდონ.)

ამიტომ უარის თქმა ეკლესიაზე, სკოლაზე, სამსახურზე და ვარჯიშზე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზიანს ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას.

ჩვენ ძალიან ბევრი გვსმენია იმაზე, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ. ახლა კი დროა ვისაუბროთ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

მარტოობა ჩვენს ორგანიზმში ქმნის ერთგვარ ტოქსიკურ ჯაჭვურ რეაქციას: იგი იწვევს სტრესს, სტრესის ჰორმონების ქრონიკული გამოყოფა კი თრგუნავს ჩვენს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ანთებას. მოხუცი ადამიანები კი, ვისაც covid-19-ით დაინფიცირება ყველაზე მეტად ემუქრებათ, ხშირად ამბობენ რომ თავს მარტოსულად გრძნობენ.

სტრესის ჰორმონების გამოყოფას შიშიც იწვევს. პანდემია კი მასიურ გაურკვევლობას მოიცავს: ის სწრაფად არ გაქრება. ასეთ მუდმივ სტრესთან გამკლავება ძალიან რთულია.

Daniel Fishel/For The Washington Post

და რა არის ანტიდოტი?

პირველ რიგში, ყველამ, ვისაც შეუძლია ვარჯიში, უნდა აკეთოს ეს ახლა, ყოველ დღე. ფიზიკური დატვირთვა ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. „გამაჯანსაღებელი ღონისძიებების სუფთა ჰაერზე ჩატარება კარგია. სეირნობა ფეხით ან ველოსიპედით – შესანიშნავია,“ – ამბობს კეიტლინ მ. რივერსი, ჯონ ჰოპკინსის ეპიდემიოლოგი. თქვენ ამ ყველაფრის გაკეთება მეგობართან ერთადაც კი შეგიძლიათ, ამისთვის საჭიროა ორივე კარგად გრძნობდეთ თავს და არ უნდა იმყოფებოდეთ მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში. „ჩვენი საერთო მიზანია, შევამციროთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობების რაოდენობა, თუმცა ამავდროულად თქვენ უნდა იპოვოთ ბალანსი.“ და საერთოდაც, არასდროს ყოფილა უკეთესი დრო სახლში ვარჯიშისათვის, ვიდრე ახლა არის.

მეორე – სოციალური აქტივობა. ურთიერთობა ისეთივე სასარგებლოა იმუნური სისტემისათვის, როგორც ვარჯიში. 148 კვლევის მეტაანალიზის შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დადებითი სოციალური ურთიერთობები ადამიანებს აძლევენ გადარჩენის 50%-ით მეტ შანსს.

ტელეფონი კი თქვენი სოციალური აქტივობის შენარჩუნების მთავარი საშუალებაა. მე დავისახე პირადი მიზანი – ვისაუბრო ყოველ დღე (საუბარი და არა წერილობითი შეტყობინება) ჩემს რამდენიმე მეგობართან, მოხუც მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან, მანამ, სანამ ეს პანდემია არ დასრულდება.

მესამე ანტიდოტი – ეს გონივრულობაა. მედიტაცია ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს ჩვენს იმუნურ ფუნქციებს. არსებობს მტკიცებულებები, რომ ლოცვასაც ანალოგიური ეფექტი აქვს. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ მედიტაცია არ გამოიყენება თქვენი გონების გასასუფთავებლად. აქ საუბარი თქვენი ყურადღების მართვის შესახებ არის, ამ გამოცდილების სახელმძღვანელოს გარეშე სწავლება კი რთულია. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა მეცნიერება დამარწმუნებელია.

მეოთხე – გააკეთე რაიმე მცირედი სხვისთვის. გამოკითხვებში ადამიანები ამბობენ, რომ მოხალისედ მუშაობა ანიჭებს მათ მიზნის დასახვის გრძნობას და ამცირებს ღელვას. Twitter-ის მეშვეობით ირლანდიაში ქალმა, სახელად ელენ ო’რაილი, შეკრიბა თითქმის 600 000 მოხალისე, მათ მიჰქონდათ პროდუქტი მოხუცებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებთან. ჩემმა ვაჟმა და ჩვენს უბანში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ბავშვმა კი შექმნეს დავალებების ფლაერები, რის მეშვეობითაც ისინი თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ეხმარებიან.

მართალია, უბედურებას შეუძლია გამოავლინოს ჩვენი არსებობის სისუსტეები. ასევე მას ახალი შესაძლებლობების გამოაშკარავებაც ძალუძს. მე ამას ყოველთვის ვხედავდი, ვხედავდი ქარიშხალი კატრინასგან დაზარალებული საზოგადოების დროს, ვხედავდი 9/11-სგან განადგურებული ოჯახების დროსაც. უბედურების დარტყმის შემდეგ დგება ოქროს საათი, შანსი ერთობლიობის გამყარებისა.

თუმცა ეს არ ხდება ავტომატურად. ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ყველანაირი შიშის გარეშე. ვირუსი შეიძლება იყოს გადამდები, ისევე როგორც სიმამაცე.

ავტორი: ამანდა რიპლი

წყარო: The Washington Post