ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირები უქმდება

ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია კორონას პანდემიის გამო ტურნირებს აუქმებენ.

ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ გამოაქვეყნეს იდენტურად ფორმულირებული განცხადება , საიდანაც ვიგებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საგაზაფხულოდ დაგეგმილი ტურნირები უქმდება. ასევე, უქმდება ATP Challenger Tour-ისა და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს ჩოგბურთის ტურის ყველა ღონისძიება.

ქალთა და მამაკაცთა რეიტინგები, მთელი ამ დროის განმავლობაში უცვლელი დარჩება, ნათქვამია განცხადებაში.

„ის გამოწვევები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ წარმოშვა ჩოგბურთში, მოითხოვს არსებულზე მეტ კოლაბორაციას ჩოგბურთის თემის შემადგენელი თითოეული წევრისგან, იმისათვის, რომ სპორტმა განაგრძოს წინსვლა ერთდროულად მოთამაშეების, ტურნირებისა და გულშემატკივრების ინტერესთა გათვალისწინებით“ – ვკითხულობთ განცხადებაში.