103 წლის ირანელი ქალი კორონავირუსისგან სრულიად განიკურნა

მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული ადამიანები კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ირანში 103 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. როგორც სააგენტო IRNA იუწყება, ქალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ქალაქ სემნანში, საავადმყოფოში მკურნალობდა. იგი ექიმებმა სახლში სრული განკურნების შემდეგ გაწერეს.

ის არ არის პირველი ასაკოვანი პაციენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ასევე, გამოჯანმრთელდა 91 წლის მამაკაცი, რომელიც ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, კერძოდ ქერმანიდან იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს ასთმა და მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა, იგი 3 დღიანი ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა მეთოდით მკურნალობდნენ ექიმები პაციენტებს.