COVID-19 და 700-ზე მეტი გარდაცვლილი ესპანეთში

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა , რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 20%-ს გადააჭარბა, რაც 767 გარდაცვლილ ადამიანს გულისხმობს.

მინისტრის განცხადებიდან ასევე ვიგებთ, რომ ქვეყანაში საერთო ჯამში 17,147 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასობაში, 939 ადამიანი არის ინტენსიური მკურნალობის ქვეშ – განაცხადა ფერნანდო სიმონმა, მზადყოფნისა და გადაუდებელ შემთხვევათა სააკორდინაციო ცენტრის დირექტორმა.

ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილებს შორის არის საქართველოს 74 წლის მოქალაქე ქალბატონიც.