HBO Max-ზე Friends Reunion-ის პრემიერა შესაძლოა გადაიდოს

გულშემატკივრები 15 წლის განმავლობაში ელოდნენ იმის გაგებას, თუ როგორ განვითარდა რეიჩელის, მონიკას, ჯოუის, ჩენდლერის, როსისა და ფიბის ცხოვრება. თუმცა, ერთგულ მაყურებლებს კიდევ ცოტახნით მოუწევთ ლოდინი, რადგან HBO-ს გადაღებები კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია.

„შექმნილი ვითარებიდან და ვირუსის გლობალურად გავრცელების გამო Friends-ის მაყურებლისთვის ჩვენება მაისამდე გადაიდო. ამჟამად, უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიძლება განახლდეს გადაღებები.“ – წერს გამომცემლობა Hollywood Reporter.

გადაღებები, რამდენადაც ცნობილია, 23 და 24 მარტს იყო ჩანიშნული, ვორნერ ბრაზერსის სტუდიაში. HBO-სა და ვორნერ ბრაზერსს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ.