ბოლო დროის სიახლეები ცხოველების შესახებ ყალბი აღმოჩნდა

ამ კვირაში სოციალური ქსელები Covid-19-ის სიახლეების ტალღამ მოიცვა, საუბარი იყო კარანტინში მყოფების შეკვეთებსა და სამედიცინო დეფიციტზე. თუმცა, რამდენიმე სახალისო ამბავმა ნეგატივი შეამსუბუქა: მოსახლეობის თვითიზოლაციისას ვენეციის არხებში გედები დაბრუნდნენ, ისევე როგორც დელფინები. სპილოების ჯგუფი კი ჩინეთში, იუნანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში შეიპარა, სიმინდის მაჭარი დალია და ჩაის პლანტაციაში დაიძინა.

კორონა ვირუსისგან დაზარალებულ ქვეყნებში ცხოველების სიახლეებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვიეს და ასი ათასობით გაზიარება დააგროვეს.

ეს ყველაფერი კი ტყუილი აღმოჩნდა.

ვირუსულ პოსტებზე ასახული გედები პატარა კუნძულზე, ბურანოს არხებში ბინადრობენ. „ვენეციის“ დელფინები კი სინამდვილეში ხმელთაშუა ზღვაში, სარდინიაში, იმყოფებიან. მართალია, ვერავინ გაარკვია საიდან გაჩნდნენ მთვრალი სპილოების სურათები, თუმცა ჩინეთის ტელევიზიების მიერ მომზადებულმა რეპორტაჟებმა ამ ვირუსული სიახლის სანდოობა გადახაზა.

წყარო: National Geographic