ედუარდ ჰოპერის ნამუშევრებმა სოციალური ქსელები დაიპყრო

მეოცე საუკუნის ამერიკელი მხატვრის – ედუარდ ჰოპერის ნამუშევრები, რომლებიც გვიჩვენებს დაცარიელებულ ქალაქებსა და სოციალურ გაუცხოებას, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

პანდემიით შექმნილი სიტუაციისა და ვითარების გამო, ჰოპერის ნამუშევრებმა, ჯერ კიდევ გასულ კვირაში, ხალხის მხრიდან ხელახალი აღიარება ჰპოვა. საკუთარ ნამუშევრებში ჰოპერს გადმოცემული აქვს ომის პერიოდისა და ომის შემდგომი ამერიკის მარტოსულობა.

მისი ნამუშევრები Twitter-ისა და Instagram-ის მომხმარებლებში, ამჟამად, დიდი პოპულარობით სარგებლობს. თვითიზოლაციისა და კარანტინის ეპოქაში, მისი შემოქმედებიდან საუკეთესოდ ასახავს არსებულ ვითარებას შემდგომი ნამუშევრები.

„Automat“ – 1927 წ.
„Nighthawks“ – 1942 წ.
„Morning Sun“ – 1952 წ.

ჰოპერმა თავისი ნახატებით გადმოსცა მისი პერიოდის კოლექტიური ცნობიერება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამერიკელი მხატვრის ნამუშევრებში ნათლადაა ასახული არსებული გლობალური პანდემიით შექმნილი განწყობილებაც.