სახლში სწავლების პოზიტიური გზები მშობლებისთვის

დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშობლები ცდილობენ გაერკვნენ კორონა ვირუსის ფონზე როგორ ასწავლონ შვილებს სახლებში, მაშინ როცა სკოლები დაკეტილია.

Sky News-მა ექსპერტებს ჰკითხა აზრი: ტომ როსი და ჯეკ პანეტი კვალიფიციური მასწავლებლები და სპორტული მწვრთნელები არიან, რომლებიც ეხმარებიან ბავშვებს სწავლაში. მათ საკუთარი პოდკასტიც გაავრცელეს.

აქ წარმოდგენილია ის ხუთი რჩევა, რომელიც დაეხმარება მშობლებს შეუნარჩუნონ შვილებს ჩართულობა, ჯანმრთელობა და დადებითი განწყობა სახლში სწავლების პერიოდში.

Photo Credits to Lars Baron

დაგეგმე და გამოყავი პრიორიტეტები, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი საგნები

იმ შემთხვევაში თუ თქვენი პროფესია არ არის მასწავლებლობა, მთელი სასწავლო პროცესის დაძლევამ და დაგეგმარებამ შესაძლოა დასაწყისში შეგაშფოთოთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თქვენ მოგიწევთ მასწავლებლის როლის მორგება. გამოყავით ისეთი პრიორიტეტული საგნები, როგორიც არის მათემატიკა და ინგლისური, ასევე მშობლიური ენა. ავტორები თვლიან, რომ თქვენი მაქსიმალური ძალისხმევა საკმარისი აღმოჩნდება საამისოდ.

თქვენ არ გჭირდებათ მართვის სადავეების ბოლომდე ხელში აღება, გამომდინარე იქედან, რომ ინტერნეტსივრცე სავსეა თქვენი შვილისთვის საჭირო რესურსით, ამასთანავე თქვენი შვილის სკოლა მოგაწვდით საჭირო მასალებს და უზრუნველგყოფთ მაქსიმალურად. ამის მაგივრად, სჯობს დაგეგმოთ სასწავლო პროცესი და პრიორიტეტების საფუძველზე სისრულეში მოიყვანოთ ისინი.

გახსენით თქვენი ახალი სკოლა

კეთილი იყოს მობრძანება თქვენს ახალ სკოლაში, იგრძენით თავი ისე, როგორც საკუთარ სახლში და მიესალმეთ თქვენს ახალ მოსწავლეებს.

ბავშვების მთავარი კითხვაა თუ ,,რატომ“ აკეთებენ ამა თუ იმ დავალებას. ეს საშუალებას აძლევს ბავშვებს გაიგონ დავალების მიზანი და გაიაზრონ თუ რატომ ევალებათ ამის კეთება. თითოეული ოჯახისთვის ,,რატომ“ იქნება განსხვავებული სახის, თქვენი პასუხი არ უნდა იყოს შემდეგნაირი : ,,იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი.“

მას შემდეგ რაც ბავშვი დასვამს კითხვას ,,რატომ“, საუკეთესო გზაა მივცეთ მას არჩევანის საშუალება, რაც ბრწყინვალე მოტივატორია მათთვის. ჩაერთეთ მათთან გახსნილ დისკუსიაში განსხვავებულ თემებზე მსჯელობისას.

განახლებული დასაწყისი: ჩამოაყალიბეთ რუტინა!

ექსპერთა დაკვირვებით, მშობლებიცა და ბავშვებიც კარგად რეაგირებენ სტრუქტურაზე, განსაკუთრებით კი დილის რუტინაზე. შეეცადეთ გამოყოთ შესაბამისი გარემო, სივრცე სწავლისთვის, როგორც საკლასო ოთახი. ამით მათ სასწავლო გარემოს ასოციაცია გაუჩნდებათ და გამოეთიშებიან სახლის დანარჩენ ნაწილებს. ამასთანავე, გაითვალისწინეთ შესვენებისა და ლანჩის დრო, საამისოდ კი არ არის საჭირო ზარი გამოიყენოთ, ამის მაგივრად სასტვენიც საკმარისია. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვა ,,სკოლებს“, რომლებთანაც ბავშვები ვირტუალურად შეძლებენ ურთიერთობას და დაამყარებენ სოციალურ კავშირს.

რჩევები ძირითადი საგნების სწავლებისთვის

გაიხსენეთ თქვენი საყვარელი მასწავლებლები სკოლაში და მიბაძეთ მათ. ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ მასწავლებლობის უნიკალური შესაძლებლობა, ეცადეთ შეხედოთ ამ საქმიანობას თქვენი შვილის პერსპექტივიდან, რაც გაგიადვილებთ მათი სწავლების ოპტიმიზაციას.

საბედნიეროდ, თქვენი კლასი მცირეა და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენი შვილისთვის, რადგან ამ პერიოდში შეუძლებელია მათი შედარება სხვა მოსწავლეებთან, ამის მაგივრად მათ შეეძლებათ ყურადღება გაამახვილონ თავიანთ შესაძლებლობებზე და საკუთარი ქულები გააუმჯობესონ. გახსოვდეთ, რომ ეს დავალებები არ კეთდება გამოცდებისთვის, გამომდინარე აქედან, თქვენ შეგიძლიათ შთააგონოთ თქვენი შვილები და შეაყვაროთ მათ სწავლის პროცესი.

ასწავლეთ მაგალითებით

სწავლება გარკვეულწილად სტრესულ პროცესს წარმოადგენს, თუმცა თქვენი ,,მოსწავლეების“ კეთილდღეობა ახლა თქვენს ხელშია. იმისთვის, რომ გონებამ შეძლოს ჯანსაღად მუშაობა მათ სჭირდებათ ბოსტნეული, ხილი, დიდი რაოდენობით წყალი და ნაკლები შაქრის შემცველი პროდუქტი, ამასთანავე კარგი იქნება თუ ფიზიკურადაც დატვირთავთ სწავლებამდე, თუმცა არ გადატვირთოთ და დაღალოთ ისინი.

გახსოვდეთ, რომ კარგი პედაგოგი მაგალითით ხელმძღვანელობს – თქვენც ჩაერთეთ ფიზიკურ აქტივობებსა და სწორ კვებაში, გახდით მათთვის მაგალითი. მეტიც, ერთობლივი მედიტაცია და სუნთქვის სავარჯიშოები სტრესის დასაძლევად უკეთეს შედეგს მოგცემთ. ეს ნაბიჯები ნამდვილად დაგეხმარებათ თქვენში მასწავლებლის პოტენციალის გამოსავლენად და ამასთანავე სასწავლო პროცესს პოზიტიურად აქცევს. მასწავლებლობა საოცნებო პროფესიაა ბევრისთვის, ეცადეთ გააკეთოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავისა და თქვენი შვილების მიმართ.

წყარო: Sky.com