ტილდა სუინტონის ფავორიტი ფილმები

მართალია, ტილდას თავისი ფავორიტი ფილმების სია კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის სახელმძღვანელოდ არ შეუდგენია, თუმცა, ეს ხელს არ შეგიშლით, რომ ამ დღეებში ლეგენდარული მსახიობის ფავორიტი ფილმები თქვენც ნახოთ.

I Was Born, But…

იასუჯირო ოზუს მიერ 1932 გადაღებული ეს ფილმი მუნჯი კომედიაა, რომელშიც მოთხრობილია ორი ძმის ისტორია და აღწერილია ის განსხვავებული რეალობები, რომლებშიც სხვადასხვა კლასს უწევს ცხოვრება.

Tokyo Story

ეს ფილმიც ოზუს მიერ არის გადაღებული 1953 წელს გადაღებული – ფილმი ამჯერად ხმოვანია და ის აღწერს ხანდაზმული წყვილის ვიზიტს ტოკიოში, შვილიშვილებთან, რომლებსაც სტუმრებისთვის არ სცალიათ.

Journey to Italy

რობერტო როზელინის ფილმი 1954 წელს არის გადაღებული და მასში მთავარ როლს ინგრიდ ბერგმანი ასრულებს. ფილმში აღწერილია ინგლისელი წყვილის ქორწინება და ის პროლემები, რომელიც იტალიაში მოგზაურობისას ჩნდება ურთიერთობაში.

La Belle et la Bête

ჟან კოქტოს 1946 წელს გადაღებული ფილმი მზეთუნახავის და ურჩხულის ორიგინალი ვერსიაა. მართალია, ფილმი ფრანგულ ზღაპარზეა დაფუძნებული, კოქტოს ეკუთვნის ყველა ის იდეა, რომელიც მოგვიანებით დისნეიმ ანიმაციაში გამოიყენა – მოჯადოებული საყოფაცხოვრებო ნივთები და მათ შორის, ურჩხულის ვიზუალიც.

M

ფრიც ლანგის 1931 წელს გადაღებული ფილმი გერმანული ექსპრესიონიზმის შედევრია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მომდევნო წლების ამერიკული ნუარის ჟანრის ფილმებზე.

Medea

პაზოლინის 1971 წელს გადაღებული საკულტო ფილმი ერთადერთია, რომელშიც მარია კარალასი მსახიობად გვევლინება. ფილმი დაფუძნებულია ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბერძნულ მითზე და მისი ყურება მხოლოდ კოსტუმების ხათრითაც შეგიძლიათ.

My Childhood | My Ain Folk | My way Home

მოკლე ფილმების ეს ტრიოლოგია ბილ დუგლასს ეკუთვნის და ის ინსპირირებულია მისი ბავშვობით. სვინტონის შეფასებით, ფილმი შოტლანდიის ჭეშმარიტი კულტურული საგანძურია.

Stranger by the Lake

ალენ ჟიროდის ეს ფილმი 2013 წელს გამოვიდა და მასში ნუდისტურ გეი პლაჟზე გადაღებული ვნებიანი სცენები ბლომად შეგხვდებათ. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე ჩატარდა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.

Uncle Boonmee Who Can Recall His Past Lives

აპიჩატპონგ ვირასეტაკულის 2010 წლის ფილმი კანის კინოფესტივალის კიდევ ერთი ფავოროტი ფილმია. ტაილანდური ფილმი რეინკარნაციის თემატიკაზეა.

 

წყარო: British Film Institute