Google-ის ახალი დუდლი

„Google“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ მითითებებს მიჰყვება და ვებგვერდზე შესვლისას გვთავაზობს ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ დავიბანოთ ხელები სწორად.

კომპანია გვაწვდის ცნობას უნგრელი ექიმის, იგნაზ სემელვეის შესახებ, რომელმაც მედიცინაში პირველად აღწერა ხელის დაბანის სასარგებლო თვისებები.

აღსანიშნავია, რომ 1847 წლის 20 მარტს იგი ვენის სამშობიაროს რეზიდენტად დაინიშნა, სადაც დაასკვნა და ექიმებს აჩვენა, რომ ხელების დეზინფექცია დაავადებების გადატანას მნიშვნელოვნად ამცირებდა.