იტალიელმა ფოტოგრაფმა თვითიზოლაციაში ყოფნა დოკუმენტურ კადრებად აქცია

25 წლის იტალიელი ფოტოგრაფი ლუჩია ბურიჩელი მილანში მარტო ცხოვრობს. 9 მარტს იტალიამ მკაცრი თვითიზოლაცია გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბურიჩელი, სხვა 62 მილიონი იტალიელის მსგავსად, სახლშია, რათა ხელი შეუშალოს ახალი კორონავირუსის უფრო მეტად გავრცელებას.

„სახლში ყოფნა ჩემთვის არ არის სახალისო, მაგრამ როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს, უნდა შეასრულო კიდეც.“

ფოტოგრაფი კვირაში ერთხელ გადის პროდუქტების შესაძენად. თვითიზოლაციამდე იგი ყოველ დღე დადიოდა სამსახურში, ყოველ საღამოს გადიოდა გარეთ და იღებდა სურათებს.

ბურიჩელი ცდილობს, რომ პოზიტიურობა შეინარჩუნოს. თვითიზოლაციის დღიდან ახალგაზრდა ფოტოგრაფმა მუშაობა დაიწყო გამომცემლობა TIME-თან. სამუშაოს ფარგლებში იგი სურათების სახით ასახავს თავის ყოველდღიურ რუტინას, ხედს საკუთარი ფანჯრიდან. ბურიჩელი აღნიშნული სერიის გაგრძელებას 3 აპრილამდე გეგმავს.

07:58 სთ. 10 მაღვიძარას გამორთვის შემდგომ გაღვიძება. © Time
მარცხნივ: 11:50 სთ. სააბაზანოს დეტალი; მარჯვნივ: 12:36 სთ. კაბის დეტალი საძინებლის ფანჯარაზე. © Time
13:26 სთ. – ტანისამოსის მოწესრიგება © Time
14:20 სთ. – პასტა სადილად © Time
მარცხნივ: 15:50 სთ. ხედი აივნიდან; მარჯვნივ: 15:40 სთ. მცენარეზე ზრუნვა © Time
17:20 სთ. – პოეზიის კითხვა © Time
17:27 სთ. – უკულელეზე დაკვრა © Time
17:56 სთ. – მუშაობა კომპიუტერთან © Time

წყარო: Time