როგორ დავიხმაროთ ემოციური ინტელექტი კორონავირუსის კრიზისისას

კორონავირუსის გავრცელების დროს, მოვლენათა სწრაფი ცვალებადობა გვაფიქრებს იმაზე თუ რა მოხდება მომავალში. ასეთმა მდგომარეობამ შესაძლოა შეგვაშინოს და უსუსურობის განცდა შეგვიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე რეალურია, პანიკა და ზედმეტი ემოცია მდგომარეობას მეტად აუარესებს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.

დაარქვით სახელი თქვენს ემოციებს

ჩვენს გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი ამცირებს მათ უარყოფით ზეგავლენას. ეს ასევე იმ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ, რომლებიც იმავეს გრძნობენ რასაც თქვენ.

დაეხმარეთ ბავშვებს, რათა ემოციებში გაერკვნენ

სანამ ჩვენს ემოციებს ვებრძვით, უნდა დავეხმაროთ ბავშვებსაც, რათა საკუთარ ემოციებში გაერკვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ არის სასურველი მათთვის ჩვენი ყველაზე უარესი შიშის გაზიარება, თუ ისინი გრძნობენ, რომ ისეთი განცდები გვაქვს, რომლებსაც არ ვუზიარებთ, ეს ბავშვების შფოთვის დონეს მხოლოდ გაზრდის.

ვკონცენტრირდეთ იმაზე,რისი კონტროლიც შეგვიძლია

სასურველია, ორიენტირებულნი ვიყოთ ისეთ სფეროებზე, რომელთა განკარგვაც შეგვიძლია .სასურველია, ვკონცენტრირდეთ ჩვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. მაგალითად, დავინტერესდეთ თუ როგორ შეგვიძლია მათი დახმარება. ამასთან, გავაძლიერებთ კავშირს ჩვენს ახლობლებთან.

გაეცანით სიახლეებს საიმედო წყაროებიდან

ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა, ბევრი ტყუილი მოვისმინოთ, რაც სტრესსა და შიშს უფრო გაამძაფრებს. ჩვენ შეგვიძლია ამ დეზინფორმაციის შეჩერება იმ გზით, რომ მხოლოდ სამედიცინო ექპერტების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ვენდოთ.

იყავით შემოქმედებითები

კარგი დროა იმისთვის რომ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს შეეხმიანოთ. ეს მარტოსულობის განცდასაც ხელს შეუშლის. შეგიძლიათ მეტი იკითხოთ, ახალი ენა ან რაიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა შეისწავლოთ.

 

წყარო: FastCompany