როგორ შევინარჩუნოთ ხელების სირბილე ხშირი დაბანის პირობებში

ბოლო პერიოდში ხელების დაბანა იმაზე ხშირად გვიწევს, ვიდრე აქამდე იყო რეკომენდებული. მათი ხშირი (და სწორი) ჰიგიენა ამ დღეების განმავლობაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ვირუსების გავრცელების პრევენციას ეხება.

ჩვენმა უმრავლესობამ უკვე იცის როგორ და როდის უნდა დაიბანოს ხელები, მუდმივი შეხსენების წყალობით ეს სიახლეს აღარ წარმოადგენს. ხშირი დაბანის პირობებში ხელზე კანი უხეში, წითელი და დახეთქილი ხდება, კანი კარგავს ელასტიურობას და იწვევს სიმშრალეს.

ხელების დაბანის შემდეგ სპეციალური კრემებისა და მალამოების გამოყენებით შესაძლებელია შევამციროთ კანის გაღიზიანება. რაც შეეხება ლოსიონებს, მათი გამოყენება არაა რეკომენდირებული, რადგან ისინი თხელი კონსისტენცისაა და იშვიათად შეიცავს ალკოჰოლს.

ლოსიონზე სქელ მასას წარმოადგენს კრემი და მალამო, რეკომენდებულია ვაზელინის გამოყენებაც, რადგან ის წარმოადგენს სქელი კონსისტენციის მალამოს და არბილებს კანს. ამასთანავე, ვაზელინი შეამცირებს ხშირი დაბანით გამოწვეულ ქავილსაც. ძილის წინ კი კარგი იქნება თუ ვაზელინის წასმის შემდეგ სპეციალური თეთრი ხელთათმანებით დავიძინებთ. დილით ხელები მეტად ჯანსაღი და რბილი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მარტივი რჩევები ვერ დაგეხმარებათ, გირჩევთ ესტუმროთ დერმატოლოგს, რომელიც სპეციალურ არასტეროიდულ კრემებს გამოგიწერთ. თუმცა ხელებზე კანის გამოშრობაში საგანგაშო არაფერია, რადგან ეს პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარებადია.

 

წყარო: FoxNews