Audible არასრულწლოვნებს უფასო აუდიოწიგნებით უზრუნველყოფს

კომპანია Audible, განცხადების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ბავშვებსა და თინეიჯერებს უფასო აუდიოწიგნებით უზრუნველყოფს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება Audible Stories – ის ფარგლებში.

„იმ დროის განმავლობაში, რა დროითაც სკოლები დახურული იქნება, ჩვენ ჩვენი მომხმარებლებისთვის განვაგრძობთ არსებული სერვისის უფასოდ მიწოდებას. დღეიდან ბავშვებს შეეძლებათ, რომ ჰქონდეთ წვდომა ექვს ენაზე არსებულ უამრავ წიგნზე.“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სია, რომელშიც მომხმარებელთათვის ამჟამად უფასოდ არსებული წიგნებია ჩამოთვლილი, ასობით აუდიოწიგნს იტევს. მათ შორისაა მერი შელის „ფრანკენშტაინი“, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, ჯეკ ლონდონის „თეთრი ეშვი“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ და ალან ალექსანდრ მილნის „ვინი პუჰი“.

 

წყარო: Zdnet