Google-ია და YouTube-მა შექმნეს ახალი სერვისები, ონლაინ გვერდების სახით, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეთა ოჯახებს დაეხმარება, რომ მოსწავლეებს სახლის პირობებში მისცენ განათლება, მანამ, სანამ ისინი სახლში იმყოფებიან პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო.

Google-ის ვებ-გვერდი, სახელად Teach From Home (ისწავლე სახლიდან) მასწავლებლებს სთავაზობს რეკომენდაციებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, Google-ის პროდუქტების გამოყენებით. ამჟამად ვებ-გვერდს გააჩნია Hangout-ის საშუალებით ვიდეო ზარების განხორციელებისა და Google Forms-ის გამოყენებით ონლაინ ქვიზების ჩატარების ფუნქციონალი. Google-ის თანახმად, ვებ-გვერდი დროის კვალდაკვალ განაგრძობს განვითარებას. კომპანიის მიერ შემოთავაზებული აღნიშნული სერვისი, ამჟამად, მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
YouTube კი მომხმარებელს სთავაზობს სერვისს – Learn@Home , რომელშიც კატალოგიზირებულია ის ძირითადი საგანმანათლებლო არხები, რომელთა ყურებაც მოსწავლეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. ვებ-გვერდზე არხები სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი, მათ შორის: არხები, რომლებიც რეკომენდებულია ოჯახებისთვის, სადაც 13 და მეტი წლის ასაკის ბავშვები არიან, არხები ოჯახებისთვის, რომელთაც 5 და მეტი წლის ასაკის ბავშები ჰყავთ და არხები მათთვის, ვისაც ოჯახში სკოლამდელი ასაკის ბავშვები ჰყავთ. ამჟამად აღნიშნული სერვისიც მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
წყარო: The Verge