იდრის ელბას ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

რამდენიმე დღის წინ იდრის ელბას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა – ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელებში დაწერა. ახლა კი, როგორც ცნობილი ხდება, დაავადება მის ცოლს- საბრინა ელბასაც დაუდასტურდა. მან თავის დიაგნოზზე ოპრა უინფრის შოუში – “Oprah Talks COVID-19” ისაუბრა. 

sabrina elba-ის სურათის შედეგი

საბრინა ელბას თქმით, ის მოელოდა ტესტის დადებით პასუხს, რადგან მთელი დროის განმავლობაში ის ქმრის გვერდით იყო. ამჟამად საბრინა ელბა კარანტინში ქმართან ერთად იმყოფება.